რას აცხადებენ თბილისში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე ცოლ-ქმრის მეზობლები

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მოკლული ქალის მეზობლებს საზარელ მკვლელობაზე და მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ. როგორც ისინი აცხადებენ, გარდაცვლილის სახლიდან ხმაურისა და ჩხუბის ხმა არასოდეს გაუგიათ.
„როგორც ვიცით თავად ჩაბარდა ბრალდებული გამოძიებას. გარდაცვლილის ქმარი იყო. ჩვენთვის შოკი იყო ეს ამბავი. იმდენად მშვიდად იყვნენ, არასოდეს არაფერი ხმამაღალი არ გაგვიგია. ხმაურიანი ოჯახი არ იყო საერთოდ. დილიდან საღამომდე აქ ვართ და არასოდეს ხმამაღალი სიტყვა არ გაგვიგია. ის გოგოც ძალიან წყნარი ჩანდა“, – აცხადებენ ადგილობრივები.
შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის გამზირზე, მეზობლებმა 45 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც ისინი აცხადებენ, ქალის ოჯახში მის სანახავად შევიდნენ და მისი ცხედარი დახვდათ. მკვლელობაში ბრალდებული ქალის მეუღლეა, რომელიც სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა. ქმარმა ცოლი, სავარაუდოდ, თოკით გაგუდა. მომხდარზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ცხედარს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რამდენიმე წუთში გადაასვენებენ.
ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროკურატურა სასამართლოს, სავარაუდოდ, ხვალ მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები