რაულ მამალაძის ლექცია გაიმართება

28 დეკემბერს, 18;00 საათზე, აკადემიკოსი რაულ მამალაძე წაიკითხავს ლექციას:  „ღვთის შვილნო! იბერნო! შეერთდით! გავაღვიძოთ იბერიული ცნობიერება“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, რაულ მამალაძე არის ეზოთერი, ავტორი ნაშრომისა “გრაალის ხე შემეცნებისა”. მისი ლექციები ეძღვნება ქართული ენისა და ანბანის საიდუმლოებასა და სამყაროში მის დანიშნულებას.
რაულ მამალაძე ასევე ისაუბრებს იოანე ზოსიმეს წერილის „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი” ირგვლივ.
მისამართი: კოსტავას ქ.47/5 (ყოფილი ტექნიკური ბიბლიოთეკა) “ტურიზმის აკადემია” მეორე სართული , ოთახი 2, 3.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები