სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში, კასრელიშვილი ომის დაწყებას პროგნოზირებს

„კავკასიაში ომი დაიწყება მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ დასავლეთში გადაწყვეტენ, რომ საქართველოში დააბრუნონ და ხელისუფლებაში მოიყვანონ სააკაშვილი!“ – აცხადებს საერთაშორისო ორგანიზაცია „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. ზაალ კასრელიშვილი, გამოცემასთან, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებასაც ეხება და აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების პარალელურად, ხელისუფლებამ კომპენსაციების გაცემა უნდა დაიწყოს. მისი თქმით, იგი კომპენსაციებში საქართველოში დასაქმებულთა ხელფასების გაზრდას გულისხმობს.
„ამ ეტაპზე კავკასიაში ომი დაიწყება მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ დასავლეთში გადაწყვეტენ, რომ საქართველოში დააბრუნონ და ხელისუფლებაში მოიყვანონ სააკაშვილი! ხოლო თუ როგორ განვითარდება სოციალურ-ეკონომიკური პროცესები და რა სახეს მიიღებს საბოლოოდ ლარი, რომელსაც სახე აქვს დაკარგული, ეს უკვე სხვა თემაა! თუ ხელისუფლებას უნდა ვითარება დაასტაბილუროს და კონტროლიდან არ გაექცეს, გამოსავალი ერთადერთია – სასწარაფოდ უნდა დაიწყოს კომპენსაციების გაცემა! ვფიქრობ, ომის საფრთხე, ტერაქტები და ეკონომიკური სიდუხჭირე ის უბედურებებია, რომლებიც ერთ ორბიტაზე ტრიალებენ და მათი გამომწვევი მიზეზებიც ერთია. რაკი ხელისუფლება გვეუბნება, რომ ლარი 65 პროცენტით გაუფასურდა, მაშინ ხელფასებიც 65 პროცენტით უნდა გაზარდონ! პირობითად ვამბობ, თუ ადამიანი იღებდა 1000 ლარს, ახლა უნდა გადაუხადონ 1650 ლარი! აი, ამას ჰქვია ფინანსური კომპენსაცია. ეს კომპენსირება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ყველაფერი მწყობრში არ ჩადგება !“ – აცხადებს ზაალ კასრელიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები