გიორგი კვირიკაშვილი: თურქეთის როლი რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით, არის უმნიშვნელოვანესი
“თურქეთის როლი, რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით, არის უმნიშვნელოვანესი”, – ამის შესახებ თურქეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგება, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად.
„მიგვაჩნია, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის უმნიშვნელოვანესია არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგება, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემის საფუძველზე. თურქეთის როლი, რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით, არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ, საქართველო, მივესალმებით და მადლობელი ვართ თურქეთის თანმიმდევრული პოზიციის გამო, ამ საკითხებთან მიმართებაში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.