გიორგი მარგველაშვილი:ტერორიზმის გზით ანგარიშსწორება უდანაშაულო ადამიანებზე აღმაშფოთებელია

“ტერორიზმის გზით ანგარიშსწორება უდანაშაულო ადამიანებზე, თავდასხმა დიპლომატზე არის სრულიად მიუღებელი, აღმაშფოთებელი და დასაგმობი ცივილური სამყაროსთვის”, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა.
როგორც მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბერლინისა და ანკარის ტერაქტების გამო, ასევე,  ციურიხში მომხდარი ფაქტის გამო.
„პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბერლინისა და ანკარის ტერაქტების გამო, ასევე, ციურიხში მომხდარი ფაქტის გამო. ტერორიზმის გზით ანგარიშსწორება უდანაშაულო ადამიანებზე, თავდასხმა დიპლომატზე არის სრულიად მიუღებელი, აღმაშფოთებელი და დასაგმობი ცივილური სამყაროსთვის. ტერორიზმი ეს არის სენი, რომელსაც კაცობრიობა გაერთიანებული ძალისხმევით უნდა აღუდგეს წინ. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები