„რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის სტაბილურობას საერთო რეგიონული სტაბილურობისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება“

“იმედი მაქვს, რომ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს არ დაძაბავს”, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის სტაბილურობას საერთო რეგიონული სტაბილურობისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
„ვფიქრობ, ეს არის ტერორისტული აქტი. იმედი მაქვს, იგი არ იმოქმედებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვაზე, რამეთუ რეგიონში რუსეთ – თურქეთის ურთიერთობის სტაბილურობას საერთო რეგიონული სტაბილურობისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება”, – განაცხადა დოლიძემ.
გუშინ თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები