კობა კობალაძე: რაც მოხდა თურქეთში, ადასტურებს, რომ ტერორიზმს საზღვრები არ აქვს
რაც მოხდა თურქეთში, ადასტურებს, რომ ტერორიზმს საზღვრები არ აქვს, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე გუშინ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის ფაქტს.
როგორც „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კობალაძემ აღნიშნა, ტერაქტისგან არავინ არის დაზღვეული. მისივე თქმით, მომხდარი რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობებზე არ იმოქმედებს. დეპუტატის განცხადებით, საქართველო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ვერ გაემიჯნება.
„ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევიგრძნოთ, რომ ვართ მყიფე გეოპოლიტიკურ გარემოში და ამ ეპიცენტრში ვტრიალებთ. აქედან გამომდინარე, მობილიზება უნდა გავაკეთოთ მთელი ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესისა, რომ ვინმეს ზვარაკად არ მიგვაკლან. ფაქტი,რაც მოხდა თურქეთში, ადასტურებს, რომ ტერორიზმს საზღვრები არ აქვს“, – განაცხადა კობა კობალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.