გიორგი მარგველაშვილი ბერლინში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება და მწუხარებას გამოხატავს.
პრეზიდენტი მომხდარის გამო, დაზარალებულებისა და დაღუპულების ოჯახის წევრებს უთანაგრძნობს.
„მინდა გამოვხატო ღრმა მწუხარება ქალაქ ბერლინში საშობაო ბაზარზე დატრიალებული ტრაგედიის გამო.
თანავუგრძნობთ და გვერდში ვუდგავართ დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს“,- ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ ბერლინში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე სატვირთო ავტობუსი შევარდა. დაღუპულია 12 ადამიანი, 48 კი – დაშავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები