გიორგი კვირიკაშვილი: ცივილიზებულ მსოფლიოს მუქარის არ ეშინია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ბერლინში დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც შობის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ. შეძრწუნებული ვარ მომხდარით და დიდ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ცივილიზებულ მსოფლიოს მუქარის არ ეშინია. ჩვენ არ გვეშინია სისასტიკის. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას და ადამიანები შიშის გარეშე იცხოვრებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში“, – აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბერლინში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე სატვირთო ავტობუსი შევარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 12 ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები