ლევან ვასაძე: რამდენი რამ გააფუჭა „რესპუბლიკელმა დივერსანტკამ“ – თინა ხიდაშელმა ჩვენს არმიაში!

„ჩასატარებელია ძირეული სამხედრო რეფორმა, რომელსაც მინისტრი ლევან იზორია შეძლებს მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნების სიმტკიცის შემთხვევაში“, – აცხადებს ბიზნესმენი ლევან ვასაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ლევან ვასაძე გამოცემასთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს. „თინა ხიდაშელმა ბევრი რამ დააშავა… როდესაც ჩვენს მოძმე ქისტ რიგითებს, გამონაკლისის სახით, ჯარში წვერით სიარულის უფლებას მისცემ, მერე ვეღარავის გააპარსვინებ! როდესაც ქართულ ჯარში მუსულმანურ სალოცავებს დაუშვებ, მერე იქ გაჩენილი იმამების ინსტიტუტსა და ამის შედეგად წარმოშობილ მათი თავშეყრის ადგილებს ვერაფერს უზამ! როდესაც საყოველთაო გაწვევას გააუქმებ, მერე ძალიან ძნელად დააბრუნებ მას, რადგან მოსახლეობა აგიხტება და გაგლანძღავს! აი, რამდენი რამ გააფუჭა „რესპუბლიკელმა დივერსანტკამ“ – თინა ხიდაშელმა ჩვენს არმიაში! იმედია, ახალი მინისტრი ამ მდგომარეობას სასწრაფოდ გამოასწორებს, მაგრამ ამისათვის მხოლოდ საყოველთაო გაწვევის აღდგენა არ იქნება საკმარისი. ჩასატარებელია ძირეული სამხედრო რეფორმა, რომელსაც მინისტრი იზორია შეძლებს მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნების სიმტკიცის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნორმალური ჩვენი მოქალაქე მადლიერია „ქართული ოცნებისა“ იმისთვის, რომ მან ქვეყანას სააკაშვილი მოაშორა, ხელისუფლებაში ჩვენ ჯარის აღმშენებლობის მხრივ პოლიტიკური ნების ნატამალსაც კი ვეღარ ვხედავთ!“ – აცხადებს ლევან ვასაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები