“ცილისწამების კრიმინალიზაცია აბსოლუტურად ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს”

ცილისწამების კრიმინალიზაცია ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
”მე როგორც იურისტი, მივიჩნევ და ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, გუნდის პოზიციაც ეს იქნება, რომ ცილისწამების კრიმინალიზაცია ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ მსგავს ინიციატივებს,”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები