“საქართველო გაერო-სთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყვეტს, სირიისთვის, რა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეუძლია”

“საქართველო გაერო-სთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყვეტს, სირიისთვის, რა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეუძლია“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი და ჩვენც ამ პროცესში ვუერთდებით გაერო-ს და სხვა ორგანიზაციებს. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით კომუნიკაციის პროცესში გაერო-სთან, გვექნება შეხვედრები და ბუნებრივია, ის დაიგეგმება იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც საქართველოს აქვს, თუ როგორ მოხდეს ამ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები