სპორტის მინისტრი სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრი – შალვა გოგოლაძე სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

მინისტრმა უნივერსიტეტი დაათვალიერა და რექტორ ტრისტან გულბიანთან, დეკანებთან, აკადემიური საბჭოს წევრებსა და უნივერსიტეტისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

“შეხვედრაზე უმაღლესი სპორტული განათლების ხელშეწყობაზე იმსჯელეს. საუბარი, ასევე, შეეხო სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობას. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მინისტრს სასწავლებლის მიზნები, გეგმები და აკადემიური პროექტები გააცნეს. მინისტრმა სპორტის უნივერსიტეტს მხარდაჭერა აღუთქვა და ყურადღება გაამახვილა სასპორტო განათლების პროცესში სპორტის უნივერსიტეტის როლსა და მნიშვნელობაზე”, – აღნიშნულია  გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები