თამთა მეგრელიშვილი ალუდა ღუდუშაურზე თავდასხმაზე:   ეს ქალბატონი და მისთანანი იყვნენ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგნი, რადგან აღებულ გრანტებს პოლიტიკური მიზნით იყენებდნენ

გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ნაჩვენებია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის ნათია ქობალიას დაპირისპირება “ქართული ოცნების” დეპუტატ ალუდა ღუდუშაურთან, „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, გამოეხმაურა.

„ტაივანიდან დაფინანსებული თინა ხიდაშელის civil idea-ს თანამშრომელი არასამთავრობო სექტორში არსებული იდენტური პოლიტიკური ნარატივით მიადგა ალუდა ღუდუშაურს -“თქვენ ევროპა არ გსურთო!

“აი მე კი მსურსო”! რა თქმა უნდა ამ ქალბატონის ეს სიტყვები ძნელი დასაჯერებელია“ – წერს მეგრელიშვილი.

მეგრელიშვილის განცხადებით, სწორედ არასამთავრობოების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს, რადგან მათ ევროპელობა სხვაგვარად ესმით და მიღებულ გრანტებს პოლიტიკური მიზნით იყენებდნენ, გრანტიდან დიდ “ატკატებს” კი ევროპაში აგზავნიდნენ.

“ტაივანიდან დაფინანსებული თინა ხიდაშელის civil idea-ს თანამშრომელი არასამთავრობო სექტორში არსებული იდენტური პოლიტიკური ნარატივით მიადგა ალუდა ღუდუშაურს -“თქვენ ევროპა არ გსურთო!”

“აი მე კი მსურსო”!

რა თქმა უნდა ამ ქალბატონის ეს სიტყვები ძნელი დასაჯერებელია, რადგან ის და მისთანანი იყვნენ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგნი რადგან აღებულ გრანტებს პოლიტიკური მიზნითა და შინაარსით იყენებდნენ და გრანტიდან დიდ “ატკატებს” პირდაპირ ევროპაში აგზავნიდნენ.

კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ესმით ამ ქალბატონსა და მისთანებს ევროპა და ევროპელობა, მაგრამ თავს შევიკავებ.

მინაწერი: ევროპა არ ნიშნავს პრინციპებს შორის დღეს იქ არსებულ ქაოსს, ევროპელობა არ არის უზნეობის პროპაგანდა და დაკანონებისათვის ბრძოლა, ევროპა და ევროპელობა არ არის გაუმჭირვალობა და “ატკატებითა” და  ლობიზმით ნაყიდი პოზიციები.

ევროპა სხვა იდეაა,სხვა მნიშვნელობაა, რომლის შინაარსი თავად ევროპამ დაკარგა და ჩვენ გაწევრიანების უცვლელი სურვილით, მაგრამ სიფრთხილით ვუყურებთ ამ

არჩევანის საკითხს.” – წერს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები