ვინ არის პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მემკვიდრე

პაატა ბურჭულაძის მძიმე პოლიტიკური მემკვიდრეობა 24 წლის ახალგაზრდა პოლიტიკოსმა გადაიბარა. როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს, ნიკა მაჭუტაძე პროფესიით ისტორიკოსი და პოლიტიკის მეცნიერებათა სპეციალისტია.
გამოცემის ინფორმაციით, ზოგმა ის დადებითად დაახასიათა, ზოგმაც უარყოფითად. ზოგმა მის ამბიციებს ჯანსაღი უწოდა, ზოგმაც ავანტიურისტს შეადარა. სხვადასხვა ინფორმაციები გავრცელდა მის ბეგრაუნდზეც. ითქვა, რომ, უმაღლეს განათლებასთან ერთად, მან პოლიტიკური სკოლაც დაამთავრა.
„ჯერ პაატა ბურჭულაძე ბრაზობდა, მედიას რა უნდა, კითხვებს რატომ მისვამთ, რას ეძებთ ჩემს ბიოგრაფიაშიო, ახლა რატომღაც მაჭუტაძეც გაღიზიანდა, როცა „პრაიმტაიმის“ შეკითხვა მოისმინა.
როგორც ჩანს, ნიკა მაჭუტაძე არა მარტო პოლიტიკაში, ჟურნალისტებთან ურთიერთობაშიც სრულიად გამოუცდელია. არ ვიცით, რასთან ასოცირდება მისთვის სიტყვა სკოლა. ალბათ, ნიკა მაჭუტაძეს პოლიტიკური სკოლა ის დაწესებულება ჰგონია, სადაც მშობლებს პირველ სექტემბერს მივყავართ ხოლმე“, – წერს გამოცემა.
ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, ნიკა მაჭუტაძემ პოლიტიკური კარიერა პაატა ბურჭულაძის პარტიაში დაიწყო. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით კი, ის პრეზიდენტთან დაახლოებული პირია.
„რამდენადაც საქმის კურსში ვარ, მან პოლიტიკური კარიერა პაატა ბურჭულაძის პარტიაში დაიწყო. რამდენადაც ვიცი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და არ არის პრეზიდენტთან დაახლოებული. არასანდო წყარო გყავთ, პირდაპირ რომ გითხრათ, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი, ამის შესახებ“, – განუცხადა ხუხაშვილმა გამოცემას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები