დენდროლოგიური პარკი 60 ჰექტარზეა გაშენებული, მისი ორი ჰექტარი გიგანტურ ხეებს დაეთმობა

“ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აკეთებს საკუთარი სახსრებით და ნებით და არა ვინმეს მიმართ ვალდებულების გამო.
„რაც შეეხება იმას, თუ როდის გაიხსნება პარკი და იქნება თუ არა ის საზოგადოებრივი დღეს ივანიშვილს ამის სურვილი აქვს, მაგრამ არა ვალდებულება“, – აღნიშნა გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გიორგი უძილაურმა.
მან აღნიშნა, რომ პარკი გაიხსნება მაშინ, როცა დასრულდება მშენებლობა და ივანიშვილს დარჩება სურვილი, პარკი საზოგადოებრივი გახადოს” “ის, რომ პარკი კერძო ტერიტორიაზე შენდება, პრობლემა არ არის. აქამდე აშენებული პარკების ისტორიას შეგახსენებთ: ივანიშვილმა ჯერ შეისყიდა სახელმწიფოსგან მიწები, გაწმინდა, მოაწესრიგა, გააშენა პარკები და შემდეგ აჩუქა სახელმწიფოს.
რაც შეეხება დენდროლოგიური პარკის საზოგადოებრიობას, დღეს ივანიშვილს ამის სურვილი აქვს, მაგრამ არა – ვალდებულება. ამას ხაზს ვუსვამ! ის პარკს აკეთებს საკუთარი სახსრებითა და ნებით და არა ვინმეს მიმართ ვალდებულების გამო. მას ამ პარკის საჯაროობის არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, გააჩნია მხოლოდ სურვილი და კეთილი ნება. შესაბამისად, პარკი გაიხსნება მაშინ, როცა დასრულდება მშენებლობა და ივანიშვილს დარჩება სურვილი, პარკი საზოგადოებრივი გახადოს” , – განაცხადა უძილაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები