ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, პარლამენტში ხარჯების 2 მილიონი ლარით შეკვეცას მოვახერხებთ

ოპტიმიზაციის გეგმა ადმინისტრაციული ხარჯების 10%-ით შემცირებას ითვალისწინებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 10% მხოლოდ კადრების ხარჯზე უნდა შემცირდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში ხარჯების 2 მილიონი ლარით შეკვეცა მოხერხდება.
“ოპტიმიზაციის გეგმა ადმინისტრაციული ხარჯების 10%-ით შემცირებას ითვალისწინებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 10% მხოლოდ კადრების ხარჯზე უნდა შემცირდეს. ყველა სტრუქტურამ სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა გადახედოს რეალობას და ოპტიმალური ვარიანტი შეარჩიოს. თავად ოპოზიცია აცხადებდა, რომ ამ მიმართულებით რეალური მაჩვენებლები აისახა ბიუჯეტის პროექტში – რესურსი უნდა შეიკვეცოს. ვფიქრობთ, ხარჯების 2 მილიონი ლარით შეკვეცას მოვახერხებთ. ამაზე პარლამენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციები აქტიურად გაგრძელდება”, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები