გუგული მაღრაძე: კონსტიტუცია დღეს არ ასახავს იმ რეალობას, რაც სინამდვილეში არის

კარგია, რომ საკონსტიტუციო კომისია უკვე რეალურად შეიქმნა, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გუგული მაღრაძემ განაცხადა.
გუგული მაღრაძე თვლის, რომ საკონსტიტუციო კომისია უშუალოდ პარლამენტს უკავშირდება. მაღრაძემ ირაკლი კობახიძის ინიციატივები დადებითად შეაფასა.
„ამ კომისიაში ჩაერთვებიან ის პოლიტიკოსები, რომლებმაც საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნდობა მოიპოვეს, ეს კომისია ღია იქნება სხვადასხვა ადამიანებისგან წამოსული ინიციატივების მიმართ.
ირაკლი კობახიძემ საკმაოდ მკაფიოდ ისაუბრა იმაზე თუ ვის რა როლი ექნება ამ კომისიაში. კარგად არის გამიჯნული პოლიტიკოსებისაც და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფლებებიც. კონსტიტუცია დღეს არ ასახავს იმ რეალობას, რაც არის,“-განაცხადა გუგული მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გუგული მაღრაძე თვლის, რომ საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხები, რომ საზოგადოებასთან კონსულტაციების შედეგად უნდა იქნას მიღებული, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის საკითხიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები