მარია გაბრიელი ვიზალიბერალიზაციაზე: აპრილი ძალიან ხანგრძლივი ვადაა საქართველოს მოქალაქეებისთვის

ტექნიკური საკითხების გადაჭრას არ სჭირდება რამდენიმეკვირიანი ვადა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის წევრმა, ”ევროპის სახალხო პარტიის” ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა მარია გაბრიელმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, აპრილი ძალიან ხანგრძლივი ვადაა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
”აპრილი ძალიან ხანგრძლივი ვადაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან საქართველომ უკვე შეასრულა აღებული ვალდებულებები და ახლა ევროკავშირმა უნდა შეასრულოს პირობა. ტექნიკური პრობლემები, რომელზეც საუბარია, არ საჭიროებს 8 კვირას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ პროცესების დასაჩქარებლად”, – განაცხადა მარია გაბრიელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები