ანდრეს მამიკინსი: საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიული პასპორტებით უვიზო მიმოსვლას აპრილის ბოლოს შეძლებენ

ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის განცხადებით, აპრილის ბოლოს საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიული პასპორტებით შეძლებენ უვიზო მიმოსვლას. შესაბამისი კომენტარი ევროპარლამენტარმა ქართველ ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს საკითხზე კენჭისყრა იანვარ-თებერვლის თვეში გაიმართება.
”დარჩენილია ტექნიკური საკითხები. როგორც ჩანს, საქართველოზე გადაწყვეტილების ტექსტი შეთანხმებული იქნება 7 აპრილს, 15 აპრილს გადაწყვეტილება შეიძლება გამოქვეყნდეს ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემაში. აპრილის ბოლოს კი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიული პასპორტებით შეძლებენ უვიზო მიმოსვლას. რაც შეეხება კენჭისყრას, იანვარში ან თებერვალში გაიმართება. ამის შემდეგ მიღებული ტექსტი უნდა ითარგმნოს 24 ენაზე, რაც სავარაუდოდ 8 კვირას მოითხოვს,” – განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები