საცალო ქსელში საწვავი კვლავ გაძვირდა

ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასმა 10-15 თეთრით მოიმატა. ბოლო ორი თვის განმავლობაში საცალო ქსელში საწვავი უკვე ორჯერ გაძვირდა. ნავთობიმპორტიორები გაძვირების მიზეზად ლარის კურსსა და საწვავზე საერთაშორისო ფასების ზრდას ასახელებენ.
გაძვირების კიდევ ერთი ტალღა ახალი წლიდან არის მოსალოდნელი, რადგანაც მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლიდან აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებზე იზრდება.
ტონა ბენზინზე აქციზური მარკა 250 ლარით გაიზრდება და 500 ლარი გახდება. შესაბამისად, ტონა (1000 კილოგრამი) ბენზინი დაახლოებით 1330 ლიტრია, ეს კი ლიტრზე 19 თეთრიან გაძვირებას ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები