ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" დააარსა
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ დააფუძნა, რომელსაც ივანიშვილი თავადვე უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. “არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებაა,” – აღნიშნულია განცხადებაში. ორგანიზაციის ხედვისა და მიზნების შესახებ ივანიშვილი დაწვრილებით 28 იანვარს ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრებს.