შს მინისტრი ლონდონის პოლიციის ოპერატიული მართვის ცენტრს ეწვია

  დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ლონდონის პოლიციის ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერა და პოლიციის მიერ ინციდენტების რეაგირებისა და მართვის შესახებ მიიღო ინფორმაცია. შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ მინისტრი დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჯუდით გოფთს სამუშაო სადილზე ეწვია. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მინისტრის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ლონდონის საქალაქო პოლიციის სამსახურის შტაბ-ბინა „Scotland Yard“-ში. მინისტრი ასევე შეხვდება დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს დირექტორს ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში, სადაც ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი 24 იანვარს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები