სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ყველაფერი შეთანხმებულია

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გზაზე დაბრკოლებებს ვერ ხედავს.
მინისტრის თქმით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე უკვე ყველაფერი შეთანხმებულია, ღია კითხვები აღარ არსებობს.
„მოხარული ვარ შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის გამო. ხვალ გვაქვს ტრიალოგის ფარგლებში შეხვედრა ევროპარლამენტთან და ეს საკითხის დღის წესრიგში 20 დეკემბერის შეხვედრაზეც იქნება. დაბრკოლებებს ვერ ვხედავთ, ქართველი ხალხი უვიზო რეჟიმს ძალიან მალე მიიღებს”, – განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები