დავით ნარმანიამ და გიორგი ბაიდარაშვილმა “საველე სკოლის” პროექტს ხელი მოაწერეს

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაიდარაშვილმა დღეს ხელი მოაწერეს “საველე სკოლის” პროექტს. პროექტი ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის დაფინანსებით ხორციელდება. თბილისის მერიაში გამართულ ხელმოწერას საფრანგეთის ელჩი საქართველოში, პასკალ მენიე ესწრებოდა.
საველე სკოლის პროექტის მიზანია ქართველ რესტავრატორთა ჯგუფის გადამზადება და ამ სახით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის ხელშეწყობა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ,,საველე სკოლის’’ მსმენელები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ გადამზადებას და მონაწილეობას მიიღებენ გუდიაშვილის სკვერის მიმდებარედ ლერმონტოვის ქუჩის N2-ში მდებარე შენობის სარესტავრაციო სამუშაოებში.
პროექტი სამმხრივია და ხელს აწერენ ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაცია, ქალაქ თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი.
პროექტის ფრანგი პარტნიორი, ჟან ლუ ანკარი თბილისს მოსამზადებელი სამუშაოების საწარმოებლად 2017 წლის თებერვალში ესტუმრება, ხოლო მარტიდან პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები