თამარ ჩუგოშვილი საკონსტიტუციო კომისიაზე: საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იყო წამყვანი ფუნქციის მატარებელი

“ძალიან ბუნებრივი პროცესია ის, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იყოს წამყვანი როლის შემსრულებელი საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების პროცესში“,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკას.
როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, ბევრჯერ ყოფილა საკონსტიტუციო კომისია და არასდროს, არც პრეზიდენტს და არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს არ ჰქონიათ წამყვანი როლი.
„ეს საქართველოში პირველად არ ხდება, ბევრჯერ ყოფილა საკონსტიტუციო კომისია და არასდროს, არც პრეზიდენტს და არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს არ ჰქონიათ წამყვანი როლი. ყოველთვის საქართველოს პარლამენტი იყო წამყვანი ფუნქციის მატარებელი. ეს არის მთავარი საკანონმდებლო ორგანო და შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია აქ ხდებოდეს მთავარი ცვლილებების შემუშავება. ეს არ ნიშნავს არც ერთი სახელმწიფო უწყების მნიშვნელობის დაკნინებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები კომისიის მუშაობაში და იმედი გვაქვს, აქტიურ როლს შეასრულებენ კომისიის მუშაობაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკა არ ვიცი, რითია გამოწვეული. ჩემთვის უცნაური იყო თავად იდეაც, რომ პარლამენტის გარდა ხელისუფლების სხვა რომელიმე წარმომადგენელს ჰქონოდა წამყვანი როლი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ არის გასაგები, კრიტიკა რაში მდგომარეობს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები