ბრუნო ბალვანერა: კარგია, რომ გადასახადებიდან დამატებით მიღებული შემოსავალები საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება

კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა მიიჩნევს, რომ გადასახადების განაკვეთის გაზრდის შედეგად, მთავრობა ყოველწლიურად დამატებით შემოსავალს, დაახლოებით 700 მილიონ ლარს მიიღებს.
„ამჟამად საქართველო გარკვეული გამოწვევების წინაშეა. მათ შორისაა ინფრასტრუქტურული ინვესტიციების უდიდესი საჭიროება. ამისათვის საჭირო ხარჯები ქვეყანამ ამა თუ იმ ფორმით უნდა გაიღოს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქვეყნის ბიუჯეტი მტკიცდება და ეს დოკუმენტი მთავრობის ეფექტურობასაც შეეხო. მთავრობამ უნდა გაზარდოს გარკვეული გადასახადები, საპროცენტო განაკვეთები – რეგულაციების თანახმად, მთავრობის მიერ გადასახადების გაზრდა შეუძლებელია, თუმცა არსებობს სფეროები (აქციზის გადასახადების ნაწილი), სადაც ეს შეიძლება მოხერხდეს. გაიზრდება ავტომობილების იმპორტის გადასახადი მარჯვენა და მარცხენასაჭიანი ავტომანქანების შორის დიფერენციაციის გათვალისწინებით. დაანონსდა ასევე, თამბაქოსა და სათამაშო ბიზნესზე აქციზისა და მოსაკრებლის განაკვეთის ზრდა. ჩვენი აზრით, ამ გადასახადების განაკვეთის გაზრდის შედეგად, ქვეყანა ყოველწლიურად მიიღებს დამატებით შემოსავალს დაახლოებით 700 მილიონი ლარის ოდენობით, რაც ძალიან კარგი იქნება ზემოთ ნახსენები ინფრასტრუქტურული განვითარების მიზნებისთვის“, – განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
ამასთან, ბალვანერა მიიჩნევს, რომ მარჯვენა და მარცხენასაჭიან ავტომანქანებს შორის დიფერენციაცია სრულიად მიზანშეწონილია.
„ვფიქრობ, მარჯვენა და მარცხენასაჭიან ავტომანქანებს შორის დიფერენციაცია სრულიად მიზანშეწონილია. ჩვენი აზრით, ის პროდუქტები, რომლებზეც იმპორტის გადასახადის მატებაა მოსალოდნელი, მიეკუთვნება ე.წ. ფუფუნების საგნებს – რაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის საარსებოდ აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, არსებობს რეგულაციების გაუმჯობესების საჭიროება, რადგან ამჟამად აღნიშნული გადასახადები ძალიან მაღალი არ არის“,- განაცხადა ბალვანერამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები