ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის პერიოდში მიღებული საჩუქრები სახელმწიფოს გადასცა

       ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მიღებული უკლებლივ ყველა საჩუქარი სახელმწიფოს გადაეცა. საჩუქრები ინახება სახელმწიფო კანცელარიაში და ისინი ახლო მომავალში სპეციალურ სტენდებზე განთავსდება. საჩუქრების ნუსხა საკმაოდ მოცულობითია. როგორც „კვირას“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ბიძინა ივანიშვილს არ გამოუყენებია თანამდებობრივი სარგო. მისი ხელფასი ქველმოქმედების მიზნით გადაირიცხა სხვადასხვა ფონდში:
“მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისათვის”, “ბერი ადრიას სახ. ფონდი” (ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების პალეატიური მკურნალობა), “დემოგრაფიული აღორძინების ფონდი” (მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება), “დიმიტრი ცინცაძის სახ. ფონდი” (ლეიკემიით დაავადებულთა მკურნალობა).
პრემიერობის პერიოდში ბიძინა ივანიშვილი თავად ფარავდა ყველა ხარჯს, რომელიც დაკავშირებული იყო მის სამსახურებრივ საქმიანობასთან, მათ შორის, თავად აფინანსებდა განხორციელებული ვიზიტების დროს თვითმფრინავით მომსახურების ხარჯს. ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის სახელზე მიღებული საჩუქრების სახელმწიფოსთვის გადაცემის ინიციატივას  ირაკლი ღარიბაშვილი ტრადიციად დაამკვიდრებს.

 დანართი 1

  1. ხალიჩა დიდი აზრბაიჯანული 1 ც.011
  2. ხალიჩა პატარა აზერბაიჯანული -1ც.
  3. ხმალი იაპონური- 1ც
  4. ხმალი დიდი – 1ც
  5. ხანჯალი და ფარი 1 კომპ.
  6. ფაიფურის ჭიქების ნაკრები ბელგიური 1ც (5 ჭიქით)
  7. არაყი უკრაინული 4 ჭიქით და მუსიკალური ყუთით 1ც.
  8. ხალათი შუააზიური ქუდით და მათრახით
  9. თექის ქუდი 1 კახური, 1 ხევსურული
  10. კიევის დინამოს მაისური 1 ც.
  11. DIBUR-ის ფირმის მაჯის საათი სერთიფიკატით და ხის ყუთით 1 ც
  12. ებრაული მედალიონი 1ც.
  13. სურა თავსახურით თურქული,  ყუთით 1ც.
  14. წიგნი აზებაიჯანული თავისი ჩანთით 1 ც.
  15. ფაფახი 2 ც.
  16. ჟილეტი ორნამენტებით 3 ც.
  17. თექის პანო დიდი თეთრი 1ც. პატარა ყვითელი 1ც.
  18. ფანდური 3 სიმიანი 1ც. თარი 2 სიმიანი 1ც შავი ჩასადებით, 1ც წითელი ჩასადებით.
  19. ბეწვის ხალიჩა 1ც.
  20. ხალათი ქუდით ლურჯი ფერის 1ც
  21. ხალიჩა პატარა ხელით ნაქსოვი 1ც.
  22. სომხური მონეტები 1 კომპ (6 ც).
  23. GEORGE ENESCU-ს დისკი და წიგნი 1ც.
  24. ესპანური მედალიონი ჯვრის ფორმის ჯაჭვით 1ც
  25. სომხური ქვის ნიმუშები საიუბილეო გამოშვება (ხაჩკარა) 1 კომპ (6 ც).
  26. ლიტვური მონეტები 6 ც.
  27. ვერცხლის ფიალა თეთრი სახლის გრავიურით 1ც.
  28. ვიზიტკების ჩასადები სამაგიდე ქარვის თვლით  1ც.
  29. საქართველო ამერიკის მედალიონი (საზოგადიებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია) 1ც, ბრინჯაოსფერი მედალიონი ქალის გამოსახულებით 1 ც.
  30. აზერბაიჯანის რუკა რკინაზე გრავირებული 1 ც.
  31. მედალიონი ქართული სული დიდ ხელოვნებაში 2013 წ 1ც.
  32. სურათი პატარა აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს საჩუქარი.
  33. მედალიონი მოოქროვილი ფილას ყუთით 1ც.
  34. ჩაის სერვიზი მოოქროვილი (ჭიქა, თეფში კოვზი) 1-1 ც.
  35. ჯვარი და მედალიონი 1-1 ც.
  36. სომხური კონიაკი არარატი 40 წლიანი დაძველებით 1ც.

 დანართი 2

044

  1. ნახატი დიდი ისრაელის ხედით – 1ც
  2. საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონატის ქუდი – 1ც, გულსაბნევი 2ც, ბრელოკი 1ც. დისკი 2ც.
  3. კლიშე უკრაინული გრივნის  – 1ც
  4. მონეტა უკრაინული -1ც.
  5. ხანჯალი სპილოს ძვლის ტარით – 1ც.
  6. ვიზიტკების ჩასადები იერუსალიმის გამოსახულებით 2ც.
  7. წიგნები სხვადასხვა 17 ც.
  8. ლატვიის მონეტა 1 ც.
  9. მედალიონი ჩარჩოში იერუსალიმის ხედით – 1ც.
  10. ქვის მწვანე ლომი  1ც.
  11. შუშის თასი პრემიერ მინისტრის წარწერით – 1ც.
  12. შარფი – 1ც.
  13. გობელინი ჩარჩოში 1ც.
  14. ებრაული სიგელი – 1ც
  15. სურათი (ლურჯი ყუთით) -1ც.
  16. ნახატი ანგელოზების (სამება)- 1ც
  17. სურათი ტალინის ხედით – 1ც.
  18. სამაგიდე საათი პატარა შუშაში ჩასმული – 1ც.
  19. ხის ჩაქუჩი და დაფა (სასამართლოს) – 1-1ც
  20. საბერძნეთის საპატრიარქოს მედალიონები – 3 ც.
  21. შანდალი მელხიორის – 2ც.
  22.  ებრაული შანდალი – 1ც.
  23. კონიაკის სურა 2ჭიქით და ფიალით – 1ც.
  24. სარაჯიშვილის კონიაკი 58 წლიანი დაძველებით – 1ც.
  25. დეკორატიული სურა – 1ც.
  26. ვიზიტკების ჩასადები ხის – 1ც
  27. ქანდაკება ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით -1ც.
  28. წმინდა გიორგის და მაცხოვრის ხატი – 1-1 ც.
  29. თექის ხალიჩა მგლის გამოსახულებით – 1ც.
  30. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მაისური 1ც, კალამი 1ც, სამაჯური 2ც, ბრელოკი 1ც, გულსაბნევი 1ც, ბლოკნოტი 1ც.
  31. მაგიდის საათი ანტილოპების ქანდაკებებით – 1ც.
  32. ხურჯინი ხელით ნაქსოვი ქართული ორმანენტებით – 1ც.
  33. ხელთათმანი ხელით ნაქსოვი – 1ც.
  34. ხალიჩა სამაგიდე პატარა ხელით ნაქსოვი ქართული ორნამენტებით – 1ც.
  35. ფიალა თეთრი სახლის გრავიურით – 1ც.

დანართი #30222

  1.   სომხური კონიაკი არარატი 20 წლიანი დაძველებით 1ც.
  2. ფიალა დიდი ფედერალური ბიუროს გრავიურით- 1ც.
  3. ფიალა პატარა ფედერალური ბიუროს გრავიურით – 1ც
  4. ფიალა პატარა ფედერალური ბიუროს გრავიურით – 1ც
  5. დეკორატიული შუშის ხე – 1ც
  6. პატრიარქის საჩუქარი, ტროპარი „ოჯახის დალოცვა“
  7. სომხური ხატი „მომლოცველი“

დანართი #4

  1. კიევის დინამოს პატარა დროშა პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სახელზე-1ც.
  2. სკულპტურა საქართველოს რუკის გამოსახულებით „ქართული სული“-1ც
  3. თეფში ვერცხლისფერი GEORG LENSEN -1ც
  4. მინანრის კომპოზიცია სამაგიდე საქართველოს რუკის გამოსახულებით – 1ც
  5. წიგნები სხვადასხვა 66 ც. 2 ტომეული 1ც, ოთხტომეული 1ც.
  6. დისკები 3ც.
  7. ხალჩა დიდი 1ც.
  8. სასმისი ხის ქართული ორნამენტებით და ზაქრო გიგაურის წიგნი „ქართველთა სალოცავები“ 1-1 ც.
  9. ტყავზე შესრულებული აფხაზეთის რუკა0333
  10. ნახატი რუსუდან ჩიკვაიძის 2 ც.
  11. ნახატი 1ც.
  12. პორტრეტი ბიძინა ივანიშვილის 1ც
  13. ქართული ოცნების ემბლემა ბისერებით.
  14. მაცხოვრის ხატი ხელით მოქარგული.
  15. ჩაის ნაკრები 1ცალი
  16. ახლო აღმოსავლეთის რუკა
  17. ოქროს საათი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები