„ქორთიარდ მარიოტში“ სატყეო სტრატეგიის ძირითად პოლიტიკურ საკითხებზე იმსჯელეს

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პროექტის – „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში, სატყეო სტრატეგიის ძირითადი პოლიტიკური საკითხების შესახებ იმსჯელეს. ეროვნული სემინარის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მიმართა.
შეხვედრაზე სატყეო სექტორში ბოლო დროს განხორციელებული ინიციატივები, დარგში მიმდინარე პროცესები და ეროვნული სატყეო სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერების საჭიროებები განიხილეს. ასევე, წარმოადგინეს უახლესი კვლევები და ექსპერტული ხედვა, რომლებიც სატყეო დარგის ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით საკვანძო ასპექტებზე გადაწყვეტილებების მისაღებად მომზადდა.
შეხვედრა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, CENN – ის ორგანიზებითა და ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
ეროვნული სემინარის შემდეგ, დარგში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე, პროექტის სამეთვალყურეო საბჭო იმსჯელებს, რომელიც სახელმწიფო, საზოგადოებრივი და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები