საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს ხვდება

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბიუჯეტის კონკრეტული დეტალები განიხილება. მდინარაძემ კომენტარი შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.
”ეს იქნება ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა. ასეთი შეხვედრა იქნება ძალიან ხშირად, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. მით უმეტეს, დღეს განვიხილავთ კონკრეტულ დეტალებს საბიუჯეტო პროექტთან დაკავშირებით.
უმრავლესობის წევრების მხრიდან ბევრი კითხვა დაისმება. ძალიან ბევრ დეტალზე გავამახვილებთ ყურადღებას, რადგან ბევრი დეტალის შესახებ გვაინტერესებს ინფორმაცია”, – განაცხადა მდინარაძემ.
დღევანდელ შეხვედრას დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილმა თავად გამოთქვა სურვილი, რომ დასწრებოდა შეხვედრას, რაზეც უმრავლესობამ უარი არ უთხრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები