მამუკა მდინარაძე: სამთავრობო გუნდი, ისე როგორც არასდროს, ერთიანია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს.
როგორც მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განმარტა, სამთავრობო გუნდი, ისე როგორც არასდროს, ერთიანია.
„არ მგონია ასეთი განცხადებები სერიოზულ შეფასებას იმსახურებდეს. მსგავს არაფერზეა საუბარი, ჩვენი გუნდი ისე როგორც არასდროს, ერთიანია, მათ შორის, მთავრობის ეკონომიკური გუნდი.
ჩვენ ვნახეთ განახლებული ეკონომიკური გუნდი და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პროფესიონალიზმით გამოირჩევიან , კარგად იციან თავისი საქმე და მათ არმხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან აქვთ ნდობა, არამედ საზოგადოების მხრიდან“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიუხედავად მცდელობისა, ვერავინ შეძლებს ხელი შეუშალოს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები