“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” რიგგარეშე ყრილობას გამართავს

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” 14 დეკემბერს თბილისში რიგგარეშე ყრილობას გამართავს. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
რიგგარეშე ყრილობის დღის წესრიგი: „1.მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარის ცვლილება და ახალი თავმჯდომარის არჩევა; 2. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” გამგეობის წევრთა ცვლილება და ახალი შემადგენლობის არჩევა; 3. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” სარევიზიო კომისიის წევრთა ცვლილება და ახალი შემადგენლობის არჩევა;
ყრილობა მოწვეულია გაერთიანების წესდების მუხლი 4.4. თანახმად, გაერთიანების თავმჯდომარის პაატა ბურჭულაძის მიერ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ყრილობა 13:00 საათზე დაიწყება.
15284931_1550149595001025_6435652933386283232_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები