დავით კეზერაშვილი: რა ხდება საქართველოში და აღდგა თუ არა სამართლიანობა

  საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილს აინტერესებს, აღდგა თუ არა სამართლიანობა საქართველოში – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს საფრანგეთში, დავით კეზერაშვილთან ვიდეოკამერის გარეშე გასაუბრების საშუალება მისცეს. როგორც ჟურნალისტმა მარიამ ცარელაშვილმა საფრანგეთიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, სასამართლო პროცესზე გამოცხადებული იყო 5-წუთიანი შესვენება, სადაც გამონაკლისი დაუშვეს და სასამართლოს სხდომათა დარბაზში შეუშვეს. “მე მასთან შორიდან გასაუბრების საშუალება მქონდა. დავით კეზერაშვილმა თქვა, რომ არაფრის თქმა არ სურდა ჟურნალისტებისთვის. თუმცა, საკმაოდ თბილად მოგვიკითხა და დაინტერესდა, თუ რა ხდება საქართველოში და აღდგა თუ არა სამართლიანობა”, – განაცხადა მარიამ ცარელაშვილმა. ექს-ან-პროვანსის სასამართლოში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირების საკითხს დღეს განიხილავენ. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები