“ფეისბუქლაივის” საფუძველზე კახეთში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში მაჩვზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინა.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებები სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში მაჩვზე ნადირობის პირდაპირი ტრანსლაციის საფუძველზე გაატარეს.

ოფიციალური ინფორმაციით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვიდეოში ასახული პირების იდენტიფიცირება მოახდინეს, რის შემდეგაც გავიდნენ ადგილზე.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მისულ თანამშრომლებს, მაჩვი მოკლული და გატყავებული დახვდათ. მოქალაქეების მიმართ უკანონო ნადირობის, გარეული ცხოველის საბინადრო გარემოს დაცვის წესის დარღვევის და მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის ფაქტზე ოქმები შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები