ქობულეთში არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 74-ე კმ-ზე (ქობულეთი) არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე, ს.ს „საქართველოს რკინიგზა“ აწარმოებს ლიანდაგის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს, რის გამოც, 8 დეკემბრის დილის 08:00 სთ-დან 9 დეკემბრის საღამოს 18:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი დროებით გადაერთვება შემოსავლელ გზაზე, ქალაქის გავლით.
სამუშაოების წარმოების პროცესში, სარკინიგზო გადასასვლელის მთელ პერიმეტრზე სს „საქართველოს რკინიგზა“-ს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის მოძრაობის რეგულირებას.
აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2016 წლის 14 ივლისის (№31601751089) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები