ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია

სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ ეწვია.
ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უნივერსიტეტის რექტორს, ილიას ჩილოღლუს შეხვდა და უნივერსიტეტის საქმიანობას გაეცნო.
ამასთან, უილიამ ლაჰიუმ ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საჯარო ლექცია წაიკითხა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მაღალი რანგის სტუმრისგან დამატებითი ინფორმაცია მოეპოვებინათ და პრობლემატურ საკითხებზე შეკითხვები დაესვათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები