უზენაესმა სასამართლომ ჟვანიას საქმეზე ლევან ჩაჩუას გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა

ზურაბ ჟვანიას საქმეზე პროკურატურის საკასაციო საჩივარი უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ექსპერტი ლევან ჩაჩუას მიმართ სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ძალაში დარჩა.
სწორედ ექსპერტ ჩაჩუას დასკვნაში ეწერა, რომ ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი ბუნებრივი აირით გაიგუდნენ.
როგორც თავად ლევან ჩაჩუამ განაცხადა, იგი ორმა ინსტანციამ უდანასაულოდ ცნო , მესამე ინსტანციამ კი მისი საქმის განხილვაზე საერთოდ უარი თქვა.
„მე ამ საქმეში ჯერ კიდევ ოფიციალური პირი ვარ და ჩემგან რაიმე თემაზე საუბარი სწორი და მიღებული არ არის“,-განაცხადა ლევან ჩაჩუამ „ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები