“ეს არასოდეს დამავიწყდება“ – როგორ იხსენებს ივანიშვილთან პირველ შეხვედრას ეკა ბესელია

ეს არასოდეს დამავიწყდება – ასე იხსენებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან პირველ შეხვედრას.
როგორც ბესელია აღნიშნავს, ის ივანიშვილს მისი პირველი საჯარო განცხადებიდან მესამე დღეს – 10 ოქტომბერს შეხვდა.
“როგორ არ მახსოვს და არასოდეს არც დამავიწყდება. ეს იყო 10 ოქტომბერი, მისი პირველი საჯარო განცხადებიდან ზუსტად მესამე დღე. ერთმანეთს მასთან, სახლში შევხვდით. ეს შეხვედრა არასოდეს დამავიწყდება ისევე, როგორც ის პერიოდი, როცა მასთან ერთად ვიმუშავე და გადაუჭარბებლად ვიტყვი, ეს იყო ყველაზე საინტერესო ადამიანი, ვისთანაც კი მიმუშავია. საერთოდ არ მაღელვებს ივანიშვილის მიმართ ჩემს ასეთ დამოკიდებულებას ლაქუცად ვინ ჩამითვლის! ვინც მიცნობს, იცის, რომ ეს თვისება არ მაქვს! ვინც არ მიცნობს და ასე იფიქრებს, ეს მისი პრობლემა იქნება, რადგან არც სიკეთის ხედვა აქვს და არც მადლიერების უნარი. ეს კი საცოდაობაა, ვინც ბიძინა ივანიშვილს უშვერი სიტყვებით ლანძღავს ქვეყნისთვის მისი სადარი რა გაუკეთებია?! შემიძლია, გავაგრძელო, მაგრამ გავჩერდები და მხოლოდ ვიტყვი, რომ ბიძინას მიმართ ასეთი უმადური და უპატივცემულო დამოკიდებულება ძალიან მაღიზიანებს და მაბრაზებს. ეს იმ ტრაგიკულ ისტორიას მაგონებს, იმ დროს დაშორებულ ქართველებს ეს ისტორიები უხერხულობას რომ გვიქმნიდა “, – აცხადებს ეკა ბესელია.
წყარო გაზეთი “ვერსია“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები