რა აკავშირებთ თაკო სალაყაიასა და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შვილებს ერთმანეთთან

„არ მაპატიეს და მალე ციხეში ამომაყოფინეს თავი“, – აცხადებს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ადვოკატი დიმიტრი ალექსიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ვრცელ ინტერვიუში, სადაც წარსულს იხსენებს.
დიმიტრი ალექსიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს არბიტრაჟის მიერ საბუთების გაყალბების ბრალდებით დააკავეს, ინტერვიუში 2009 წელს იხსენებს.15327541_1319162528106237_1806121663_n
„2009 წელს, აზერბაიჯანის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის დირექტორმა იდრის ალიევმა, რომელიც თავის დროზე ჩემი დისერტაციის ხელმძღვანელი იყო, დამირეკა და მითხრა – საქართველოში აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შვილები დაიჭირესო. მათ რუსთავის ბაზრობაზე ვარდისფერი BMW X5 უყიდიათ და ბაქოში მიჰყავდათ. მანქანა ვანო მერაბიშვილის ცოლს თაკო სალაყაიას დაუნახავს, მოსწონებია, რადგანაც მსგავსი ფერის X5 თბილისისთვისაც უცხო იყო და ბაქოელებისთვის აქაურ პოლიციას “უპარდონოდ” წაურთმევია – მოპარულიაო. იდრისმა მითხრა, ინფორმაცია გვაქვს, ამ წუთებშიც კი ავტომობილით სწორედ თაკო სალაყაია დასეირნობსო. საქმესთან დაკავშირებით აზერბაიჯანიდან ორი მაღალი თანამდებობის პირი ჩამოვიდა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთად წავედით. სხვათა შორის, სამინისტროს ეზოში ვარდისფერი მანქანა ემზარ კვიციანისთვის წართმეული ჯიპთან ერთად იდგა. ვაღიარებ, დიდი ბრძოლა დამჭირდა. ბოლოს ავტომობილი სოდ-ის მაშინდელმა უფროსმა გიორგი ცააძემ გამომიყვანა და მითხრა: წაიყვანე, მაგრამ ამის შემდეგ რა იქნება, არ ვიციო. ცააძე მატროსოვის ციხეში შემხვდა და მაშინ მითხრა, იმ წუთიდან შენზე ნადირობა გამოცხადდაო. არ მაპატიეს და მალე ციხეში ამომაყოფინეს თავი”, – აცხადებს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები