ანა სანებლიძის „ლურჯი ვარდების“ წარდგინება გაიმართება

5 დეკემბერს, 19:00 საათზე, განახლებულ ტიფლისში (აღმაშენებლის N40), შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ჰოლში გაიმართება ამავე უნივერსიტეტის სტუდენტის, ანა სანებლიძის პირველი, სადებიუტო წიგნის („ლურჯი ვარდები“) წარდგინება. ასევე – როლანდ მენთეშაშვილისა და სალომე ბუკიას მიერ წიგნის თემატიკის მიხედვით შექმნილი ფოტოგამოფენა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნი არის ნოველების კრებული, მასში შესულია 13 მისტიკურ-ფანტასტიკური და დრამატული ნოველა. წიგნი, ძირითადად, აგებულია ახალგაზრდების ტკივილზე, განცდებსა და ფიქრებზე, ნოველების უმრავლესობა პირველ პირშია, რაც უფრო მარტივს ხდის პერსონაჟების გათავისებას, მათი გრძნობების აღქმას…
ადამიანები ფიქრობენ, რომ ლურჯი ვარდები ხელოვნურია და ულამაზო, მაგრამ თავად ხელოვნებაც ხომ „ხელოვნურია“, განა შეიძლება ხელოვნება ულამაზო იყოს? ასევე შეუძლებელია ლურჯი ვარდების ულამაზოთა სიაში განთავსება. ეს უცნაური, უცხო, ძნელად ხელმისაწვდომი, გოთიკური მცენარე, რომელსაც სევდისფერი დაჰკრავს და ღმერთების ყვავილია, ყოველთვის ამოუცნობი და საინტერესო, საიდუმლოებებით მოცული იქნება მოკვდავთათვის…
„ლურჯი ვარდები – ეს ის მცენარეა, რომელიც მარადიულად იცხოვრებს ჩემში და არ მომცემს ნებას, ჩემი სულის მკვდარი ნაწილი დავივიწყო“…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები