„სამი დიდი მწერალი ქალი“- შეხვედრა ანა კორძაია-სამადაშვილთან
6 დეკემბრიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იწყებს ზამთრის საჯარო ლექციების ციკლს სახელწოდებით – ,,ქალი მწერლები“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, აღნიშნული ციკლის ფარგლებში, 6 დეკემბერს, 18:00 საათზე, პირველ ლექციას წაიკითხავს მწერალი და მთარგმნელი ანა კორძაია-სამადაშვილი.
შეხვედრაზე მწერალი ისაუბრებს მსოფლიო ლიტერატურაში ცნობილი სამი მწერალი ქალის: ელის მანროს (Alice Munro), ასტრიდ ლინდგრენის (Astrid Lindgren) და სელმა ლაგერლოფის (Selma Lagerlöf) შემოქმედებაზე.
შეხვედრა გაიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ პირველი კორპუსი, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველო დარბაზი.