კონსტანტინე ეროიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართება
6 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის“ მე-10 კლასის მოსწავლის, კონსტანტინე ეროიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მონაწილეობენ: კვარტეტი „The Virtuous”, კონსტანტინე ეროიანი, I ვიოლინო; დავით აკოფიანი, II ვიოლინო; ეკატერინე კაზარიანი, ალტი; ევგენი ინჩაგოვი, ჩელო.
სოლისტები: ნიკოლოზ ჯაფარიძე, სალომე ლომიძე, კონსტანტინე ეროიანი
კონცერტმაისტერი: ირინა პლატონოვა.
საღამოზე გაიმართება კონსტანტინე ეროიანის წიგნის („ჩემი ცხოვრების პატარა ამბავი“) წარდგინება.
პროგრამაშია: ჰ. ვენიავსკის, ი. ჰაიდნის, ა. პიაცოლას, ა. დვორჟაკის, ფ. ტელემანის, ე. მორიკონეს, სარასატე ნაწარმოებები.