ოკუპირებულ აფხაზეთში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა
ძლიერმა ქარმა ოკუპირებულ აფხაზეთში ხეები წააქცია. ერთ-ერთი მათგანი ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი’ იუწყება.
ამჟამად სოხუმსა და რამდენიმე დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ასევე, ზღვაზე ძლიერი, დაახლოებით 5-6 ბალი შტორმი დაფიქსირდა.
სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ოკუპირებულ რეგიონში ტემპერატურის კლებას პროგნოზირებენ.