“დაბრუნება” პრემიერა გაიმართება
საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი, ს.ახმეტელის სახელობის პრიზის მფლობელი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების თეატრი 8 დეკემბერს,19 საათზე საიუბილეო 85-ე სეზონის პირველ პრემიერას წარმოადგენს.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ამავე უნივერსიტეტების ხელოვნების ცენტრის დირექტორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – გოგა გეგელია.
“დაბრუნება”, – ასე ქვია წარმოდგენას, რომელიც ცნობილი დრამატურგის მროჟეკის პიესის “ემიგრანტები”-ს მიხედვით შეიქმნა.
როგორც რეჟისორმა “კვირას” განუცხადა, ეს არის ამ პიესის განსხვავებული ვერსია, რომელიც ბევრად უფრო ოპტიმისტურია ვიდრე ავტორისეული ჩანაფიქრი.
სპექტაკლში თეატრის ორი საუკეთესო მსახიობი კახა იაკობიძე და თორნიკე ნანობაშვილი მონაწილეობს.