„თი-ბი-სი ბანკმა“ ახალგაზრდა არტისტებთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო

„თი-ბი-სი ბანკმა“ საზოგადოებას თანამედროვე ხელოვანებთან ერთად შექმნილი ახალი პროექტი „12″ წარუდგინა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა „თი-ბი-სი ბანკის“ ვიზა ფეისტიკერის 12 ახალი დიზაინი, რომელზეც ახალგაზრდა არტისტების სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნამუშევრებია აღბეჭდილი. ეს ნამუშევრები, ავტორების სხვა ნამუშევრებთან ერთად, ფაბრიკაში გამოიფინა.
პროექტში პირველ ეტაპზე 12 არტისტი მონაწილეობს. მათ შორის არიან როგორც ცნობილი, ისე დამწყები ხელოვანები, რათა მათაც მიეცეთ შესაძლებლობა, საკუთრი შემოქმედება ფართო აუდიტორიას გააცნონ. რამდენიმე არტისტმა სპეციალურად „12″-ისთვის ახალი ნამუშევარი შექმნა.
ბესო უზნაძე, თეზი გაბუნია, გიორგი მაღრაძე, ლადო ლომიტაშვილი, მიშიკო სულაკაური Lamb, ანასტასია ახვლედიანი, ანკა ბოჭორიშვილი, ლუკა ცეცხლაძე, ნუცა ესებუა, ნანუკა ჩიჩუა, გიორგი ჩხეიძე, გიორგი გაგოშიძე – ეს ის არტისტები არიან, რომელთა შესრულებული ნამუშევრებიდან „თი-ბი-სი ბანკის“ მომხმარებელი მისთვის სასურველს აირჩევს.
კოლექციაში თავმოყრილი ნამუშევრები თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას და მედიების ვარიაციას აერთიანებს – სახვით ხელოვნებას, ინსტალაციას, შუქის ხელოვნებას, ფოტოგრაფიას, გრაფიტის, სტრიტარტს, გრაფიკას.
„პროექტი „12″ არ არის სიახლე „თი-ბი-სი ბანკის“ არტთან კოლაბორაციის თვალსაზრისით, თუმცა სიახლეა ფორმატის თვალსაზრისით. არასდროს ფეისტიკერზე არ ყოფილა წარმოდგენილი ასეთი მრავალფეროვანი კოლექცია, მით უფრო თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები. ვამაყობთ, რომ ეს პროექტი შედგა. ზოგადად, ხელოვნება ძალიან ფაქიზი სფეროა და ძალიან რთულია, დაიცვა ბალანსი ხელოვნების და ბიზნესის საჭიროებას შორის, თუმცა ამის დიდი გამოცდილება გვაქვს. ვცდილობთ, ჩვენი ქცევით, სხვა კომპანიებსაც მივცეთ მაგალითი,”- განაცხადა „თი-ბი-სი ბანკის“ მარკეტინგის დირექტორმა, ნინო ეგაძემ.
მისი თქმით, „თი-ბი-სი ბანკი“ პროექტს განიხილავს, როგორც თანამედროვე ხელოვნებისა და ახალგაზრდა ნიჭიერი არტისტების მხარდაჭერის ინიციატივას, რომლის საბოლოო მიზანი მათი ნამუშევრების მეტი პოპულარიზაცია, კომერციალიზაციის პერსპექტივის შქმნა და მათი შემოქმედების ფართო აუდიტორიასთან მიტანაა.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი: www.12.ge, რომლის პრეზენტაცია ასევე გამოფენაზე შედგა. ვებგვერდი თავმოყრაა ყველა იმ ინფორმაციისა, რომელიც პროექტში მონაწილე არტისტებს ეხება. ვებგვერდზე განთავსებული ვიზუალური და ტექტუალური მასალა დაინტერესებულ საზოგადოებას სრულ შთაბეჭდილებას შეუქმნის არტისტებსა და მათ შემოქმედებაზე.
ვებგვერდიდანვე მსურველს შეეძლება, შეუკვეთოს მისთვის სასურველი ვიზა ფეისტიკერი. პროექტი განხორციელდა კომპანია Visa-ს მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები