მიხეილ დუნდუა: ნაბიჯები, რომელიც მთავრობის მხრიდან არის გადადგმული, აბსოლუტურად რაციონალურია

აბსოლუტურად მხარს ვუჭერ იმ ნაბიჯებს, რაც მთავრობამ გადადგა. ეს ნაბიჯები რაციონალურია, ასეთ პირობებში ეს იყო ადეკვატური – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ განაცხადა.
დუნდუა მთავრობის მიერ წარმოებულ ეკონომიკურ პოლიტიკას მისაღებად თვლის.
„ეს ნაბიჯები არის აბსოლუტურად რაციონალური, რომელიც მთავრობის მხრიდან გადაიდგა და მას აბსოლუტურად მხარს ვუჭერ. ამ პირობებში, ამ დროს, ასეთი ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო, მაგრამ რაც შეეხება ვალუტის კურსს, სანამ არ მოსთხოვენ პასუხს იმ პირებს, ვინც არიან პროცესებში დამნაშავეები, ლარის კურსზე არაფრის თქმა არ შემიძლია. ესენი თუ არ დაისჯებიან, იმავეს გააგრძელებენ. მე მაქვს ლარის დასტაბილურების იმედი, რადგან ეკონომიკური ფაქტორები წესრიგშია,“ – განაცხადა დუნდუამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები