მიხეილ დუნდუა: ეროვნულმა ბანკმა უნდა აღიაროს, რომ კავშირი აქვთ ლარის კურსთან

ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს კურსის რეგულაციასთან კავშირი აქვს და ეს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა უნდა აღიარონ.
დუნდუა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ზედა ზღვარზე ამახვილებს ყურადღებას.
„თუკი ეროვნულმა ბანკმა შეძლო და 2015 წელს ლიმიტი დააწესა, ესე იგი კავშირი აქვს კურსთან, ამიტომ მათ უნდა აღიარონ, რომ კავშირი აქვთ ლარის კურსთან.
დღეს კურსი არის 2, 60 და დავალიანება არის მილიარდ ასი, როცა კურსი იყო 2,40 და მაგ დროს ლიმიტი შემოიღო 2,60-ზე, რატომ უნდა იყოს მილიარდ ასი მილიონი ფინანსების მაჩვენებელი?“ – განაცხადა ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები