მიხეილ დუნდუა: კომერციული ბანკები ფულს „ტენიან“ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას

საქართველოს რა ეტყობა საიმისო, რომ კომერციული ბანკები მომგებიანობის კუთხით იყვნენ მსოფლიო საუკეთესო ოცეულში, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ განაცხადა.
ეკონომისტი მსოფლიო სტატისტიკას იშველიებს და კომერციულ ბანკებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიმართ ფინანსურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
„საქართველოს კომერციული ბანკები მომგებიანობის დონის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში არიან. რატომ უნდა იყოს კომერციული ბანკები ასეთ მაღალ ადგილზე – იმიტომ, რომ ფულს ტენიან სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. საქართველო არაა ის ქვეყანა, რომ მომგებიანობის მაჩვენებლით კომერციული ბანკები იყვნენ მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში,“ – განაცხადა ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები