“ომთაშორისი, ანუ ჰოპლა, ჩვენც ვცოცხლობთ”- ლექცია გაიმართება

2 დეკემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს მწერლთა სახლში ზაალ ჩხეიძის ლექცია: “ომთაშორისი, ანუ ჰოპლა, ჩვენც ვცოცხლობთ” გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექცია შეეხება ქართული მოდერნიზმის კლასიკურ პერიოდს, ეპოქის გამოწვევებსა და დამთხვევებს, იმას, თუ როგორ იქმნება მხატვრულ ლიტერატურაში მეოცე საუკუნის ოციანი-ოცდაათიანი წლების მოვლენებისა და სულისკვეთების ერთგვარი მრუდე სურათი.
აპოკალიფსის იდეის ქართული განშტოება, ბიბლიური თემების გაჩენა თუ აღორძინება ქართულ ლიტერატურაში. სიკვდილი, როგორც არა მხოლოდ ფიზიკური და არა მხოლოდ ცალკეული მოვლენა. ევროპული ლიტერატურული ოჯახის წევრობის, ევროპული ტრადიციების გამეორების, გადმოტანისა და ქართულ ცნობიერებეაში არეკვლის გულწრფელი და ზოგჯერ გულუბრყვილო მცდელობები. მიმოვიხილავთ, ვაჟას, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის, ლადო კოტეტიშვილის, დემნა შენგელაიას, ლეო ქიაჩელის და სხვა ქართველი და უცხოელი მწერლების ცალკეულ ნაწარმოებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები