მიხეილ დუნდუა ლარის ვარდნაზე – ის, რაც გუშინ მოხდა, არის სირცხვილი და სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ

თუკი რეგულაცია არ იარსებებს, პროცესი წავა უკუსვლისკენ, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ განაცხადა.
ეკონომისტი თვლის, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა შეამციროს კომერციულ ბანკებზე გასაცემი სესხი. დუნდუა, ლართან მიმართებაში მიმდინარე პროცესებს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს.
„ეროვნულმა ბანკმა 2015 წლის ბოლოს დააწესა ზედა ზღვარი, ეს იყო 700 მილიონი ლარი, ამის მეტს არ აძლევდა კომერციულ ბანკებს დახმარებას, დღეს დეფინანსირება მილიარდებშია. მილიარდს როცა აჭარბებს კომერციული ბანკების მიმართ სესხის მიწოდება, ეს მცდარი ნაბიჯია, ან უნდა გაიყიდოს დოლარი ან შეამციროს სესხები, ცალი ხელით როცა იქნევ ნიჩაბს, ნავი ერთ ადგილას რჩება.
ის, რაც გუშინ მოხდა, არის სირცხვილი. ეს იყო ქმედება სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც ჩვენ დავინახეთ გუშინ ეს არ იყო ნორმალური პროცესი, ეს იყო კრიზისის გათამაშება იმ ბანკების მხრიდან, ვინც თანხას აწვდიან სავალუტო ჯიხურებს.
სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ მომხდარით, ეს იყო მტაცებლური ნაბიჯი უმსხვილესი მოთამაშეების მხრიდან“, – განაცხადა ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები